საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) დელეგაციას შევდნენ.
შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის განვითარების, პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. საუბარი შეეხო ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებს, განგრძობადი იურდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა სავალდებულო ტრენინგების მიმდინარეობას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ბათუმში სასწავლო ცენტრისთვის შეძენილი ოფისის შესახებ, რომელიც სრულად დაიტვირთება სასწავლო პროცესის დროს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა საუბრისას აღნიშნა: ,,განგრძობადი იურიდიული განათლება გახდება ადვოკატთა ასოციაციის განვითარების ფუნდამენტი“.
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა დელეგაციის წევრებს გააცნო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული საპროექტო წინადადებები და გეგმები.